Thursday, February 17, 2011

გაორება

დილით ისე მეჩქარებოდა სულ თავპირის ლეწვით ჩავიცვი  სახლიდან  გამოვედი ბებოს მივაძახე  სკოლიდან მათემატიკაზე მივდივართქო  სკოლამდე მარშუტკაში მუსიკებს ვუსმენდი როგორც ყოველთვის. ანი დღეს სკოლაში არ მოდიოდა და ფიქრის საშუალება მომეცა...  ძირითადად  ამ საკითხზე ფიქრი არ მიყვარს მაგრამ დროა რამე გადავწყვიტო.. არადა როგორ გინდა  ასე ყველაფრის აუხსნელად გაქრე და არაფერზე იფიქრო
ამაზე მათეს რამდენჯერაც ჩავუგდე საუბარი იმდენჯერ გამაჩუმა არადა მე ვიცი ეგრე ჯობია აღარ ექნება დაბრკოლება ჩემი სახით  და წყნარად გააგრძელებს ჩემს მეგობართან შეყვარებულის სტატუსით ყოფნას  მეც ეგ მინდა რომ თავი ბედნიერად იგრძნოს  უჩემოდ ეს უფრო ადვილი იქნება მისთვის

ამასობაში სკოლაში მივედი და  კლასში შესულიც არ ვიყავი რომ  ჩემმა კლასელმა თორნიკემ დამიძახა  მოდი ერთ წამს საქმე მაქვს შენთანო _აუუ არადა არ ვარ ეხლა ამის ხასიათზე - აუ შესვენებაზე გნახავ  ეზოშითქო და  ჩემი ადგილი დავიკავე  გაკვეთილი გაიწელა ერთი სიტყვაც ვერ გავიგე   შესვენებაზე თორნიკე მოვიდა ჩემს მერხთან და  მელოდებოდა სანამ ჩალაგებას მოვრჩებოდი  ეხლა მივხვდი უკვე ვერ გავექცეოდი და ეზოში  გავყევი.. ლაპარაკი ისე დაიწყო უკვე ვიცოდი რა უნდა ეთქვა (კინოში მეპატიჟებოდა) რათქმაუნდა უარი მიიღო ეხლა აშკარად არ მქონდა პაემნის ნერვი :((

გაკვეთილების ბოლოს კლასიდან გამოსვლისას თვალი მოვკარი თორნიკეს,  ჩანთას გამწარებული  ალაგებდა  ხმის ამოუღებლად გამოვედი იქიდან აბა რა უნდა მეთქვა ?

საღამოს სახლში რომ მივედი ჩემს დაქალ ანის დავურეკე მინდოდა ვინმეს დავლაპარაკებოდი და ანი საუკეთესო იყო ამისათვის  ანი გადმოვიდა ყავა დავლიეთ და თან ყველაფერს  ვუყვებოდი :) ანის ზუსტად ის რეაქცია ჰქონდა მე რომ ველოდი "შენ ისედაც ბევრი დათმე მათესთვის და თვითონ მათე არ დათმო ბოლოსდაბოლოს იმეგობრებთ მაინც"
 იქნებ მართალიცაა? ან იქნებ საერთოდ დიდი შეცდომა იყო მათესთან დაახლოება? ამაზე ისედაც ხშირად ვფიქრობდი და  ახლაკი მთელი დღე ვერ მოვიშორე თავიდან :((( თავში ამერია ყველაფერი უკვე  აღარ ვიცოდი რა მექნა თუმცა ეს სულაც არ  არის დასასრული ....

1 comment:

  1. საზიზღრობაა როცა არ იცი რა ქნა :(

    ReplyDelete