Monday, March 7, 2011

მწარე ტკბილი რეალობა

სამყაროში ბევრი  უცნაური მოვლენა არსებობს. მათ უმეტესობას ხალხი საკრალურ.. ზეციურ მოვლენებად და პარანორმალურ შემთხვევებად აღიქვამს თუმცა  ყოველთვის ასე როდია... მაგრამ აბა სცადეთ და დაარწმუნეთ ისინი იმაში რომ  ეს ყველაფერი (ზოგჯერ) სრულიად  ნორმალურია... დედაჩემი ყოველთვის ნორმალურად აზროვნებდა და ამიტომ არ მიჭირდა მასთან ურთიერთობა რასაც სხვებზე ვერ ვიტყვი. თუმცა როგორ გინდა  ადამიანს აიძულო აიტანოს  რომ დღითიდღე იცვლები: გეცვლება ხასიათ, სტილი, წარმოდგენები სხვადასხვა საკითხებზე. . . .
      სწორედ ამიტომ დავკარგე ბავშვობის მეგობარი  რომელთანაც 11 წლიანი მეგობრობა მაკავშირებდა  არცკი ვიცი ამაზე უნდა ვინერვიულო თუ არა  ალბათ უნდა ვინერვიულო მაგრამ რადგან ასე ადვილად გადავიტანე  ალბათ ეს ის ურთიერთობა არ იყო მე რომ მეგონა და მე რომ მეგობრობას ვეძახი. ხშირად ვფიქრობ რომ ჩემშია პრობლემა მაგრამ სიმართლე ისაა რომ არ უნდოდა მივეღე ისეთი როგორიც ვარ არადა  მე ყოველთვის ბევრს ვთმობ როცა ურთიერთობა რამედ მიღირს... ნუთუ ამის დანახვა ასეთი რთული იყო? ნუთუ ასეთი აუტანელია ცვლილება თუნდაც სასიკეთო იყოს იგი? როდის უნდა შევეჩვიოთ იმას რომ ცვლილების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია თუნდაც იმიტომ რომ განვითარება ცვლილებასთან ერთად  მოდის...?

Saturday, March 5, 2011

დიალოგი სიკვდილთან

-ვინ ხარ?
-ის ვინც ერთია და თან მრავალი
-რატომ მოხვედი?
-მიმყავხარ
_სად?
-მარადისობაში
-მეტკინება?
-კი და არა
-ანუ?
-მოგენატრება მაგრამ იქაც კარგია
-რატომ მიგყავარ?
-შენ ეს გჭირდება
-მერე ყველა დამივიწყებს
-ყოველთვის იქნებიან ისინი ვისაც ემახსოვრები
-არ მინდა წამოსვლა
-ოდესმე მაინც წამოხვალ
-სჯობს გვიან ვიდრე არასდროს....
-მერე უფრო გეტკინება
-ჯერ ყველაფერი არ გამიკეთებია
-რა დაგრჩა?
-მისი ბედნიერება მინდა ვნახო თუნდაც სხვასთან იყოს...
-ის ბედნიერია
-ვიცი მაგრამ მინდა დიდხანს ვუყურო რომ არ დამავიწყდეს.. გთხოვ არ წამიყვანო....
-შენ ძალიან ცოდვილი ხარ...
-ვიცი...
-მხოლოდ ეს გინდა..?
-თუნდაც ეს ბოლო იყოს რასაც ვაკეთებ..
-ტანჯვით მოკვდები
-თუნდაც ყველაზე საშინელი წამებით. . . . .
-მე შენ გჩუქნი წლებს.. ყველაფრისთვის რასაც შენ განიცდი.. ყველაფერი რასაც შენ ფიქრობ ღირსია რომ იცოცხლოს დიდხანს ...

Tuesday, March 1, 2011

და.... მთავრდება მუსიკით....

მუსიკით იწყება სამყარო, მუსიკაა სიყვარულის წყაროც და გულის ექიმიც ხანდახან იგი ხმამაღლა ამბობს იმას რასაც მე ვერ ვბედავ რომ ვთქვა ნოტები ერთმანეთის მიყოლებით ჩამესმის ყურში და იგი ყვება რას? რასდა .. ამას შენ ვერ გაიგებ რატომ? იმიტომ რომ მუსიკა ყველასთვის სხვადასხვანაირად ჟღერს ... ჩემთვის მუსიკა ერთი დიდი განძია  საუკუნეების განმავლობაში ჩაკეტილი რომ იყო და ახლა გამოვიდა გარეთ რომ სხვები გაამდიდროს  სულიერად.. მუსიკისგანაც შეიძლება ისწავლო, ისწავლო ცხოვრება ისევე როგორც წიგნით ან შენივე შეცდომებით  მწერალმა დაწეროს  ნაწარმოები რომელიც  შემდეგ კლასიკად იქცევა იმაზე მარტივია ვიდრე მუსიკის შექმნა ქმნიდე  რომანს..? სიტყვების  უბრალო თამაშს ჰგავს... დაიწერება წაიკითხავენ და ზოგს არცკი ესმის რატომ კითხულობს ...  კარგი მუსიკა გაიძულებს მოუსმინო მას დაიმახსოვრო , შეიძლება სიმღერის ტექსტი ვერცკი გაიგო მაგრამ უსმენ მას და გრძნობ რომ სამყაროს ნაწილი ხარ იმ სამყაროსი რა სამყაროშიც ეს მუსიკა შეიქმნა  თითოეული ნოტი შენ გეკუთნის თითოეული აკორდი  შენთვის იმდენად ახლობელია რომ  არცკი გესმის აქამდე თავში როგორ არ მოგივიდა  დაგეწერა  ის რასაც ახლა უსმენ... წიგნში შეიძლება ჩაწერო ის რაც გინდა.. ნოტებით კი ვერ მოიტყუები ნოტებით მოტყუებას თუ შეეცდები შენი მუსიკა იქვე გაქრება სადაც გაჩნდა.. ან არც გაჩნდება  მუსიკა გრძნობების სარკეა სარკეს კი ვერ მოატყუებ..  შენ გგონია რომ ეს მუსიკა სამუდამოდ გაგრძელდება და სწორედ ამ დროს იგი წყდება აი ისე როგორც კადრი ფილმებში შენ რომ უნდა გადაწყვიტო მთავარი გმირი მოკვდა თუ გადარჩა კლავიატურაზე თითები გაჩერდა და აი გაწყდა კადრიც ოღონდ ფილმში კი არა ჩვენს ოცნებებში და აი სამი წერტილიც....

Menatrebi...