Monday, March 7, 2011

მწარე ტკბილი რეალობა

სამყაროში ბევრი  უცნაური მოვლენა არსებობს. მათ უმეტესობას ხალხი საკრალურ.. ზეციურ მოვლენებად და პარანორმალურ შემთხვევებად აღიქვამს თუმცა  ყოველთვის ასე როდია... მაგრამ აბა სცადეთ და დაარწმუნეთ ისინი იმაში რომ  ეს ყველაფერი (ზოგჯერ) სრულიად  ნორმალურია... დედაჩემი ყოველთვის ნორმალურად აზროვნებდა და ამიტომ არ მიჭირდა მასთან ურთიერთობა რასაც სხვებზე ვერ ვიტყვი. თუმცა როგორ გინდა  ადამიანს აიძულო აიტანოს  რომ დღითიდღე იცვლები: გეცვლება ხასიათ, სტილი, წარმოდგენები სხვადასხვა საკითხებზე. . . .
      სწორედ ამიტომ დავკარგე ბავშვობის მეგობარი  რომელთანაც 11 წლიანი მეგობრობა მაკავშირებდა  არცკი ვიცი ამაზე უნდა ვინერვიულო თუ არა  ალბათ უნდა ვინერვიულო მაგრამ რადგან ასე ადვილად გადავიტანე  ალბათ ეს ის ურთიერთობა არ იყო მე რომ მეგონა და მე რომ მეგობრობას ვეძახი. ხშირად ვფიქრობ რომ ჩემშია პრობლემა მაგრამ სიმართლე ისაა რომ არ უნდოდა მივეღე ისეთი როგორიც ვარ არადა  მე ყოველთვის ბევრს ვთმობ როცა ურთიერთობა რამედ მიღირს... ნუთუ ამის დანახვა ასეთი რთული იყო? ნუთუ ასეთი აუტანელია ცვლილება თუნდაც სასიკეთო იყოს იგი? როდის უნდა შევეჩვიოთ იმას რომ ცვლილების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია თუნდაც იმიტომ რომ განვითარება ცვლილებასთან ერთად  მოდის...?

Saturday, March 5, 2011

დიალოგი სიკვდილთან

-ვინ ხარ?
-ის ვინც ერთია და თან მრავალი
-რატომ მოხვედი?
-მიმყავხარ
_სად?
-მარადისობაში
-მეტკინება?
-კი და არა
-ანუ?
-მოგენატრება მაგრამ იქაც კარგია
-რატომ მიგყავარ?
-შენ ეს გჭირდება
-მერე ყველა დამივიწყებს
-ყოველთვის იქნებიან ისინი ვისაც ემახსოვრები
-არ მინდა წამოსვლა
-ოდესმე მაინც წამოხვალ
-სჯობს გვიან ვიდრე არასდროს....
-მერე უფრო გეტკინება
-ჯერ ყველაფერი არ გამიკეთებია
-რა დაგრჩა?
-მისი ბედნიერება მინდა ვნახო თუნდაც სხვასთან იყოს...
-ის ბედნიერია
-ვიცი მაგრამ მინდა დიდხანს ვუყურო რომ არ დამავიწყდეს.. გთხოვ არ წამიყვანო....
-შენ ძალიან ცოდვილი ხარ...
-ვიცი...
-მხოლოდ ეს გინდა..?
-თუნდაც ეს ბოლო იყოს რასაც ვაკეთებ..
-ტანჯვით მოკვდები
-თუნდაც ყველაზე საშინელი წამებით. . . . .
-მე შენ გჩუქნი წლებს.. ყველაფრისთვის რასაც შენ განიცდი.. ყველაფერი რასაც შენ ფიქრობ ღირსია რომ იცოცხლოს დიდხანს ...

Tuesday, March 1, 2011

და.... მთავრდება მუსიკით....

მუსიკით იწყება სამყარო, მუსიკაა სიყვარულის წყაროც და გულის ექიმიც ხანდახან იგი ხმამაღლა ამბობს იმას რასაც მე ვერ ვბედავ რომ ვთქვა ნოტები ერთმანეთის მიყოლებით ჩამესმის ყურში და იგი ყვება რას? რასდა .. ამას შენ ვერ გაიგებ რატომ? იმიტომ რომ მუსიკა ყველასთვის სხვადასხვანაირად ჟღერს ... ჩემთვის მუსიკა ერთი დიდი განძია  საუკუნეების განმავლობაში ჩაკეტილი რომ იყო და ახლა გამოვიდა გარეთ რომ სხვები გაამდიდროს  სულიერად.. მუსიკისგანაც შეიძლება ისწავლო, ისწავლო ცხოვრება ისევე როგორც წიგნით ან შენივე შეცდომებით  მწერალმა დაწეროს  ნაწარმოები რომელიც  შემდეგ კლასიკად იქცევა იმაზე მარტივია ვიდრე მუსიკის შექმნა ქმნიდე  რომანს..? სიტყვების  უბრალო თამაშს ჰგავს... დაიწერება წაიკითხავენ და ზოგს არცკი ესმის რატომ კითხულობს ...  კარგი მუსიკა გაიძულებს მოუსმინო მას დაიმახსოვრო , შეიძლება სიმღერის ტექსტი ვერცკი გაიგო მაგრამ უსმენ მას და გრძნობ რომ სამყაროს ნაწილი ხარ იმ სამყაროსი რა სამყაროშიც ეს მუსიკა შეიქმნა  თითოეული ნოტი შენ გეკუთნის თითოეული აკორდი  შენთვის იმდენად ახლობელია რომ  არცკი გესმის აქამდე თავში როგორ არ მოგივიდა  დაგეწერა  ის რასაც ახლა უსმენ... წიგნში შეიძლება ჩაწერო ის რაც გინდა.. ნოტებით კი ვერ მოიტყუები ნოტებით მოტყუებას თუ შეეცდები შენი მუსიკა იქვე გაქრება სადაც გაჩნდა.. ან არც გაჩნდება  მუსიკა გრძნობების სარკეა სარკეს კი ვერ მოატყუებ..  შენ გგონია რომ ეს მუსიკა სამუდამოდ გაგრძელდება და სწორედ ამ დროს იგი წყდება აი ისე როგორც კადრი ფილმებში შენ რომ უნდა გადაწყვიტო მთავარი გმირი მოკვდა თუ გადარჩა კლავიატურაზე თითები გაჩერდა და აი გაწყდა კადრიც ოღონდ ფილმში კი არა ჩვენს ოცნებებში და აი სამი წერტილიც....

Menatrebi...

Monday, February 28, 2011

გარეთ წვიმს, თითქოს ცამ იცის რაც ხდება, მარტო ვარ, ყველაზე მარტო ამ ქვეყნად... ამ ქვეყნად ასე მარტო არ ვყოფილვარ არასდროს... რაზე ვფიქრობ? ბევრ რამეზე, ბევრ ვინმეზეც გარშემო ამდენი ხალხი მახვევია და მაინც მარტო ვარ... შეიძლება მთელი სამყარო განმიდგეს ყველა წავიდეს  გაქრეს ყველაფერი რაც მქონდა და რასაც ვაპირებდი რომ მქონოდა მაგრამ თუ იქნები შენ ვიტყვი რომ მაქვს მთელი სამყარო:) ამ სიტყვების თქმა, არა თქმა არა ყვირილი მინდა მაგრამ არსებობს რაღაცეები რაც არ უნდა თქვა და შენთვის უნდა შეინახო :| დედამიწა ბრუნავს ბრუნავს გაუჩერებლად დაუღალავად და ინახავს ცოდვებს: ჩემსას შენსას ჩვენსას, ყველასას ამიტომაც ერთხელ დაიღლება, გაჩერდება და შეწყვეტს ცოდვების თავის თავზე აღებას და გვეტყვის" შეწყვიტეთ სიარული  უფსკრულისაკენ ის ძალზე ღრმაა " :)) დედამიწა  დიდია? არა ერთი მუჭა ცოდვის ბუდეა  ვიბადებით იმისთვის რომ გვიყვარდეს და ვკვდებით იმისთვის რომ, ჩვენივე  თავისაგან გავთავისუფლდეთ... სინამდვილეში არავინ იცის რა არის ამ სამყაროს იქით და ალბათ ასე უკეთესია რაც უნდა დიდი იყოს ცხოვრება ოდესმე ის აუცილებლად  მთავრდება ის და ამ დროს ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს რაიმე ის რისთვისაც არ  ღირს სიკვდილთან ბრძოლა.....   

უსათაუროდ

გარეთ მაგრად ციოდა და გიოსთან ვერ წავედით ( იქნებ ასეც ჯობს)  თან მე გავცივდი და ... სამაგიეროიდ დრო მაქვს პოსტის დასაწერად ვფიქრობ ჯერ ვერ გამიცანით ისე როგორც მინდოდა გაგეცანით მაგრამ ამას ეშველება ... ალბათ ეს ბლოგი ერთი უაზრო გოგოს უაზრო დღიურს გავს  მაგრამ ეს ასე არაა.. მე ყველა თქვენგანს ვინც ერთხელ მაინც წაიკითხავს ბლოგს მინდა ვუთხრა მე გიყვები იმას რაც ხდება და არა იმას რაც მოხდა , მე გიყვები იმას რასაც ვფიქრობ და არა  ვამტკიცებ...  ბევრჯერ მითქვამს  არა როცა ვგულისხმობდი კი ს  მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა ის რასაც ხვებს ვეუბნებოდი  გამომივიდა თუ არა ეს საკითხავია მაგრამ მე ხომ ვცადე? ბოლოსდაბოლოს "თუ არ შეეცდები ჩათვალე  რომ არც გიცხოვრია" ... ეს ჩემი ფრაზა არაა მაგრამ ჩვენ ხომ მიჩვეულები ვართ მზამზარეულის საჩვენოდ გამოყენებას  .... :)

Saturday, February 26, 2011

პერსონალური ჯოჯოხეთი

მე ხომ ბედი არ მაქვს რაა :( ჯანდაბა ამას :@ დილით თამთამ გამაღვიძა შოპინგზე უნდა გავყოლოდი (მაგრად მეზარებოდა  მაგრამ ბავშობის მეგობარისთვის უარის თქმა ეგეთ ელემენტარულზე გამიტყდა არადა ვერ ვიტან შოპინგს) ავდექი ჩავიცვი,დედაჩემი სახლში არ იყო ეგრევე თამთასთან გადავედი  თამთაც მარტო იყო ეგრევე  გაზთან მივედი  ყავის მოსადუღებლად იმიტომ რომ თავი მისკდებოდა ... მე ყავას ვადუღებდი და  თან ვსაუბრობდით ჩვენს ვითომ დაქალ სოფოზე რომელსაც მაგარი  აშვებული ჰქონდა და სულ იტყუებოდა :( არადა ერთ დროს მართლა დაქალად ვთვლიდით  უცებ ტეეფონმა დარეკა ბექა იყო ჩემი კლასელი... ისე გამიხარდა რომ დარეკა :) ინგლისურის საპრეზენტაციო თემა აინტერესებდა რომელიც მეც არ ვიცოდი და ვუთხარი თორნიკეს  დაურეკე მეთქი მაგრამ მერე გამახსენდა რომ ეგ ორი ვერ იტანდა ერთმანეთს და ისიც  ჩემს გამო მოკლედ ედვარდსა და ჯეიკობს ჰგავდნენ ოღონდ აშკარად არცერთი არ მიყვარდა:D ავდექი და  ბექას ვუთხარი ეგ დავალება მეც გასაკეთებელი მაქვს და მე გაგიგებ და ჩაგანიშნინებთქო... ეს ამბავი კი მოვაგვარე მაგრამ სხვა პრობლემაც იყო მათესთან არ მილაპარაკია დაახლოებით ერთი კვირაა :((  თამთას შევხედე თუ არა ეგრევე მიხვდა რაც უნდა ეკითხა "რა იყო არ დაურეკავს ისევ?"  ვუთხარი არ დაურეკავსთქო ეგრევე ჩემს  დაწყნარებას მოჰყვა მე კი ვუთხარი  მიდი ანის დაურეკე და  წავიდეთთქო :)  ანი მოვიდა და წავედით (ანიც ჩვენი საუკეთესო მეგობარია ჩვენ სამნი ვართ  BFF..) მაგრა ვიშოპინგეთ მერე  სახლამდე როგორც იქნა მივაღწიე :) დედაჩემმა დარეკა დღეს დეიდაშენთან ვრჩებიო ეგრევე დავურეკე გოგოებს რომ ჩემთან დარჩენილიყვნენ ღამე :) რაღაცეები ამოიტანეს სუფრის პონტში რაღაც გავშალეთ  და  მაგრად ვერთობოდით ანიმ სასხვათაშორისოდ თქვა გიომ მითხრა ხვალ ჩემთან ამოდითო(გიო ანის კლასელი და  ჩვენი მეგობარია) თითქოს ყველაფერი კარგად იყო მაგრამ ანის რეპლიკამ გააფუჭა ყველაფერი "უი იცი გიომ შენზე მითხრა მიყვარსოო" თამთა ლამის ჩაიხრჩო  ხველებისგან მე ლამის დავლეწე მაგიდაზე დალაგებული ჭურჭელი (ესღა მაკლდა ჯანდაბა გიოც? არა  კაი ბიჭია მაგრამ მე მათეს იქით აშკარად კაციშვილს ვერ  ვუყურებ, როგორ ვიფიქრე რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა ? )

Thursday, February 17, 2011

გაორება

დილით ისე მეჩქარებოდა სულ თავპირის ლეწვით ჩავიცვი  სახლიდან  გამოვედი ბებოს მივაძახე  სკოლიდან მათემატიკაზე მივდივართქო  სკოლამდე მარშუტკაში მუსიკებს ვუსმენდი როგორც ყოველთვის. ანი დღეს სკოლაში არ მოდიოდა და ფიქრის საშუალება მომეცა...  ძირითადად  ამ საკითხზე ფიქრი არ მიყვარს მაგრამ დროა რამე გადავწყვიტო.. არადა როგორ გინდა  ასე ყველაფრის აუხსნელად გაქრე და არაფერზე იფიქრო
ამაზე მათეს რამდენჯერაც ჩავუგდე საუბარი იმდენჯერ გამაჩუმა არადა მე ვიცი ეგრე ჯობია აღარ ექნება დაბრკოლება ჩემი სახით  და წყნარად გააგრძელებს ჩემს მეგობართან შეყვარებულის სტატუსით ყოფნას  მეც ეგ მინდა რომ თავი ბედნიერად იგრძნოს  უჩემოდ ეს უფრო ადვილი იქნება მისთვის

ამასობაში სკოლაში მივედი და  კლასში შესულიც არ ვიყავი რომ  ჩემმა კლასელმა თორნიკემ დამიძახა  მოდი ერთ წამს საქმე მაქვს შენთანო _აუუ არადა არ ვარ ეხლა ამის ხასიათზე - აუ შესვენებაზე გნახავ  ეზოშითქო და  ჩემი ადგილი დავიკავე  გაკვეთილი გაიწელა ერთი სიტყვაც ვერ გავიგე   შესვენებაზე თორნიკე მოვიდა ჩემს მერხთან და  მელოდებოდა სანამ ჩალაგებას მოვრჩებოდი  ეხლა მივხვდი უკვე ვერ გავექცეოდი და ეზოში  გავყევი.. ლაპარაკი ისე დაიწყო უკვე ვიცოდი რა უნდა ეთქვა (კინოში მეპატიჟებოდა) რათქმაუნდა უარი მიიღო ეხლა აშკარად არ მქონდა პაემნის ნერვი :((

გაკვეთილების ბოლოს კლასიდან გამოსვლისას თვალი მოვკარი თორნიკეს,  ჩანთას გამწარებული  ალაგებდა  ხმის ამოუღებლად გამოვედი იქიდან აბა რა უნდა მეთქვა ?

საღამოს სახლში რომ მივედი ჩემს დაქალ ანის დავურეკე მინდოდა ვინმეს დავლაპარაკებოდი და ანი საუკეთესო იყო ამისათვის  ანი გადმოვიდა ყავა დავლიეთ და თან ყველაფერს  ვუყვებოდი :) ანის ზუსტად ის რეაქცია ჰქონდა მე რომ ველოდი "შენ ისედაც ბევრი დათმე მათესთვის და თვითონ მათე არ დათმო ბოლოსდაბოლოს იმეგობრებთ მაინც"
 იქნებ მართალიცაა? ან იქნებ საერთოდ დიდი შეცდომა იყო მათესთან დაახლოება? ამაზე ისედაც ხშირად ვფიქრობდი და  ახლაკი მთელი დღე ვერ მოვიშორე თავიდან :((( თავში ამერია ყველაფერი უკვე  აღარ ვიცოდი რა მექნა თუმცა ეს სულაც არ  არის დასასრული ....

Wednesday, February 16, 2011

internetანუ ნარკოტიკი სახელად კომპიუტერი

სახლში რომ მოვდივარ პირველი რასაც ვაკეთებ ისაა რომ ჩემს კომპიუტერს ვაღვიძებ მერე იწყება მთელი რიგი მოქმედებები  გადახედე ფეისბუქს, სურათი დააკომენტე რიქუესთ ს უპასუხე  სკაიპი შეამოწმე თან მერე ნახე  ჩემი სიცოცხლე სკაიპში თუ დამხვდა მომწერს და ვეღარც გამოვძვრები კომპიდან ისე ეხლა ძალიან მაბრაზებს და  გული მწყდება დიდიხნით  რომ ვერ ვუბრაზდები :( ნახე ფეისზე რა ფოტო აუტვირთია რაა :(( ამასობაში სახლში ბებიაჩემი მოდის და ისმის კითხვა : იმეცადინე?   პაუხი: ჯერ არა  კომპიუტერში საქმე მაქვს და მოვრჩე უნდა  ჯერ :))) ბებომ რათქმა უნდა იცის რომ "საქმე " მეგობართან ჭორაობას მოიცავს მაგრამ ჩუმადაა რატომღაც :))) ამასობაში მოდის ღამე და მერე ვიწყებ  ფიქრს მეცადინეობაზე ძლივს შევიდა თავში მათემატიკა რაა :(((ფიქრი  ჩემდაუნებურად  მათესკენ გარბის და ვიწყებ იმაზე ფიქრს როდის მოვა ხვალინდელი დღე არადა მაგრა მეზარება სკოლაში წასვლააა :((((

უინტერესო დღე მქონდა მაგრამ  რაც მთავარია ხვალ  აუცილებლად უკეთესად უნდა გავატარო დღე  სკოლის მერე ჩემს დაქალს გავუვლი  და ჩემთან ავალთ  და ფართის მოვაწყობ რამეეეს :* :)))

X+Y

კითხვა მარადიულია პასუხი კი მრავალგვარი: შეიძლება თუ არა გოგოსა და ბიჭის მეგობრობა?  მეცნიერების ერთმა ნაწილმა "დაამტკიცა" რომ ქალისა და მამაკაცის მეგობრობა მხოლოდ დროებით  გადადადებული სექსია უფროსი თაობა ამ აზრს ეთანხმება მაგრამ  ჩვენ გოგოები ხომ მაინც ვმეგობრობთ ბიჭებთან? და ბიჭებიც ღირსეულ მეგობრობას გვიწევენ... მე პირადად ზოგჯერ გოგოზე მეტად ბიჭს ვენდობი რიგ შემთხვევებში რათქმაუნდა:))
 ის რომ არსებობს შემთხვევები როდესაც მეგობრებს ერთმანეთი უყვარდებათ  სულაც არ ნიშნავს იმას რომ მეგობრობა არ შეუძლიათ ბიჭებსა და გოგონებს:) თუ დავფიქრდებით ყველაზე  დიდი სიყვარული სწორეს მეგობრობით იწყება... ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც.
პრინციპში მხოლოდ მე შემიყვარდა მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მეგობრობა დავასრულეთ
ვმეგობრობთ შესაძლოა ეს მხოლოდ გრძნობის დამალვის  მცდელობაა მაგრამ მთავარი ისაა რომ ვმეგობრობთ  და მშვენივრადაც გამოგვდის ასე რომ მეგობრობას სქესი და ასაკი არ აქვს და გაიგეეეეთ :) :*

ცოტა რამ ჩემზე

გამარჯობა ალბათ  ბავშობაში ყველას გიოცნებიათ დღიურების კითხვაზე ან ბევრს შეიძლება წაუკითხავს კიდევაც  დღეიდან მე გთავაზობთ ჩემი დღიურის კითხვას იმედია მოგეწონებათ
 ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა და  წერა მაგრამ აქამდე ბლოგის შექმნა არ მიცდია  ასე რომ ეს პირველია და იმედია მკაცრად არ განსჯით  ხოლმე წინასწარ მინდა გითხრათ რომ საუბარი შეეხება პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას ასე რომ მომიწევს ზოგიერთი სახელის შეცვლა
:)))))))