Monday, February 28, 2011

გარეთ წვიმს, თითქოს ცამ იცის რაც ხდება, მარტო ვარ, ყველაზე მარტო ამ ქვეყნად... ამ ქვეყნად ასე მარტო არ ვყოფილვარ არასდროს... რაზე ვფიქრობ? ბევრ რამეზე, ბევრ ვინმეზეც გარშემო ამდენი ხალხი მახვევია და მაინც მარტო ვარ... შეიძლება მთელი სამყარო განმიდგეს ყველა წავიდეს  გაქრეს ყველაფერი რაც მქონდა და რასაც ვაპირებდი რომ მქონოდა მაგრამ თუ იქნები შენ ვიტყვი რომ მაქვს მთელი სამყარო:) ამ სიტყვების თქმა, არა თქმა არა ყვირილი მინდა მაგრამ არსებობს რაღაცეები რაც არ უნდა თქვა და შენთვის უნდა შეინახო :| დედამიწა ბრუნავს ბრუნავს გაუჩერებლად დაუღალავად და ინახავს ცოდვებს: ჩემსას შენსას ჩვენსას, ყველასას ამიტომაც ერთხელ დაიღლება, გაჩერდება და შეწყვეტს ცოდვების თავის თავზე აღებას და გვეტყვის" შეწყვიტეთ სიარული  უფსკრულისაკენ ის ძალზე ღრმაა " :)) დედამიწა  დიდია? არა ერთი მუჭა ცოდვის ბუდეა  ვიბადებით იმისთვის რომ გვიყვარდეს და ვკვდებით იმისთვის რომ, ჩვენივე  თავისაგან გავთავისუფლდეთ... სინამდვილეში არავინ იცის რა არის ამ სამყაროს იქით და ალბათ ასე უკეთესია რაც უნდა დიდი იყოს ცხოვრება ოდესმე ის აუცილებლად  მთავრდება ის და ამ დროს ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს რაიმე ის რისთვისაც არ  ღირს სიკვდილთან ბრძოლა.....   

No comments:

Post a Comment