Saturday, February 26, 2011

პერსონალური ჯოჯოხეთი

მე ხომ ბედი არ მაქვს რაა :( ჯანდაბა ამას :@ დილით თამთამ გამაღვიძა შოპინგზე უნდა გავყოლოდი (მაგრად მეზარებოდა  მაგრამ ბავშობის მეგობარისთვის უარის თქმა ეგეთ ელემენტარულზე გამიტყდა არადა ვერ ვიტან შოპინგს) ავდექი ჩავიცვი,დედაჩემი სახლში არ იყო ეგრევე თამთასთან გადავედი  თამთაც მარტო იყო ეგრევე  გაზთან მივედი  ყავის მოსადუღებლად იმიტომ რომ თავი მისკდებოდა ... მე ყავას ვადუღებდი და  თან ვსაუბრობდით ჩვენს ვითომ დაქალ სოფოზე რომელსაც მაგარი  აშვებული ჰქონდა და სულ იტყუებოდა :( არადა ერთ დროს მართლა დაქალად ვთვლიდით  უცებ ტეეფონმა დარეკა ბექა იყო ჩემი კლასელი... ისე გამიხარდა რომ დარეკა :) ინგლისურის საპრეზენტაციო თემა აინტერესებდა რომელიც მეც არ ვიცოდი და ვუთხარი თორნიკეს  დაურეკე მეთქი მაგრამ მერე გამახსენდა რომ ეგ ორი ვერ იტანდა ერთმანეთს და ისიც  ჩემს გამო მოკლედ ედვარდსა და ჯეიკობს ჰგავდნენ ოღონდ აშკარად არცერთი არ მიყვარდა:D ავდექი და  ბექას ვუთხარი ეგ დავალება მეც გასაკეთებელი მაქვს და მე გაგიგებ და ჩაგანიშნინებთქო... ეს ამბავი კი მოვაგვარე მაგრამ სხვა პრობლემაც იყო მათესთან არ მილაპარაკია დაახლოებით ერთი კვირაა :((  თამთას შევხედე თუ არა ეგრევე მიხვდა რაც უნდა ეკითხა "რა იყო არ დაურეკავს ისევ?"  ვუთხარი არ დაურეკავსთქო ეგრევე ჩემს  დაწყნარებას მოჰყვა მე კი ვუთხარი  მიდი ანის დაურეკე და  წავიდეთთქო :)  ანი მოვიდა და წავედით (ანიც ჩვენი საუკეთესო მეგობარია ჩვენ სამნი ვართ  BFF..) მაგრა ვიშოპინგეთ მერე  სახლამდე როგორც იქნა მივაღწიე :) დედაჩემმა დარეკა დღეს დეიდაშენთან ვრჩებიო ეგრევე დავურეკე გოგოებს რომ ჩემთან დარჩენილიყვნენ ღამე :) რაღაცეები ამოიტანეს სუფრის პონტში რაღაც გავშალეთ  და  მაგრად ვერთობოდით ანიმ სასხვათაშორისოდ თქვა გიომ მითხრა ხვალ ჩემთან ამოდითო(გიო ანის კლასელი და  ჩვენი მეგობარია) თითქოს ყველაფერი კარგად იყო მაგრამ ანის რეპლიკამ გააფუჭა ყველაფერი "უი იცი გიომ შენზე მითხრა მიყვარსოო" თამთა ლამის ჩაიხრჩო  ხველებისგან მე ლამის დავლეწე მაგიდაზე დალაგებული ჭურჭელი (ესღა მაკლდა ჯანდაბა გიოც? არა  კაი ბიჭია მაგრამ მე მათეს იქით აშკარად კაციშვილს ვერ  ვუყურებ, როგორ ვიფიქრე რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა ? )

No comments:

Post a Comment